ჩემ შესახებ :)

 

.stonehenge-moon.jpg

..გამარჯობა ( არც კი ვიცი ვინმე თუ წაიკითხავს ჩემს პოსტებს)! მე ვარ ანამარია, ვფიქრობ, გვარი საინტერესო არ იქნება ( არც ასაკი)…მიყვარს წერა, კითხვა, მუსიკა, სპორტი ( ზომიერად), ზოგადად ხელოვნება…ძალიან მიყვარს თეატრი, კინო, წიგნები…მოკლედ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ 🙂 არ ვიცი ვინ როგორ, მაგრამ ძალიან ახლოს ვგრძნობ თავს მთვარესთან…სიმერთლე გითხრათ სპეციალურად არ ვსწავლობ მთვარის კალენდარს. თუ დააკვირდებით შეამჩნევთ, სავსე მთვარეზე სახეს, გაოგნებულს, გაოცებულს…მიყვარს ღამე, იმიტომ რომ ამ დროს ჰაერი უფრო სუფთაა, ხალხი ნაკლებია და თითქოს მთელი სამყარო მხოლოდ მღვიძარე ადამიანის გარშემო ტრიალებს…მიყვარს პოეზია და ცოტას მეც ვპოეტობ…მიყვარს მეტრო, არ ვიცი რატომ :)…კიდევ…მიყვარს ოცნება, ძილის წინ ზაფხულის დაგეგმვა…მიყვარს ჩემი ოთახის მოწყობა, მიუხედავად იმისა რომ ამის უფლება მხოლოდ ჩარჩოებში მაქვს, რისი საშუალებაც მაქვს იმას ვაკეთებ…ძალიან მინდა ვთქვა რომ მიყვარს ხატვა, ფოტოგრაფია…მაგრამ არა, ხატვა საერთოდ და ფოტოგრაფიაში… ვცდილობ 🙂 მიყვარს მუსიკა, ალბათ ისე როგორც ყველას…მიყვარს გიტარა, ძალიან კარგად ვარ როცა ვუკრავ…მინდა ვიცოდე ფორტეპიანოზე დაკვრაც, მაგრამ არ ვიცი…არ ვიცი ეს რისი/ვისი ბრალია…დედამაც არ შემიყვანა ( ფიქრობდა რომ ნებისყოფა ჭირდებოდა, რომელიც იმ დროისთვის ( და არც ახლა) არ მქონდა) და არც მე გავჩერდებოდი, ამ ყველაფრისადმი ჩემი დამოკიდებულების გამო…ვმღერი გუნდში ( შესანიშნავ ადამიანებთან), ვსწავლობ გიტარაზე დაკვრას და როგორც არ უნდა უკვირდეს ყველას, დავდივარ სოლფეჯიოზე…მაქვს სოფელი რომელზეც სხვა პოსტებში უფრო ვრცლად ვისაუბრებ…ვცხოვრობ ერთ პატარა ქალაქში რომლის სახელიც არ იქნება მკითხველისთვის საინტერესო…სხვა…კიდევ ბევრი რამის თქვა შემიძლია მაგრამ შემდეგ პოსტებში  უფრო ვრცლად ვისაუბრებ 🙂 ნახვამდის…

26 მარტი, 2017 წელი

დატოვე კომენტარი