სოფელი <3

FB_IMG_1484332497187.jpg

 

ჩემთვის სიტყვა სოფელი ასოცრიდება ადგილთან, სადაც ყოველ საფხულს ჩავდივარ, რომელიც ძალიან მიყვარს და უბრალოდ დაუსრულებლად შემიძლია მასზე სუბარი…მე იმერელი ვარ, ბებო მყავს ხევსური და იქ ყოველ ზაფხულს ვისვენებ…იცით როგორი სახლი მაქვს ხევსურეთში? პატარა, ქვის, ძალიან დიდი ეზოთი, ეზოს ბოლოში ჭით და ძალიან საყვარელი ხის ღობით, რომლის ჭიშკარიც ზუსტად სახლის გვერდიაა. სახლი შამაღლებულ ადგილას დგას, მერე დაღმართია და თუ თავი არ შეიკავე უზარმაზარ კაკლის ხეს დაეჯახები რომელიც 85 წლის წინ დარგეს…ამ კაკლის ქვეშ არის ბაბუას გაკეთებული ძალიან დიდი საქანელა, ჰამაკი, მაგიდა სკამებით, ხალიჩა სათამაშოებით… ამ კაკლიდან ჩანს მთა, თითოეული სახლი და საერთოდ ყველაფერი…მოკლედ რომ ვთქვათ მთელი ზაფხული ამ კაკლის გარშემო ტრიალებს…სახლის გვერდით პატარა მაგიდა დგას, გრძელი და განიერი ხის, სტაფილოსფრად შეღებილი სკამით…ამ ადგილიდან ძალიან ლამაზი ბუნება ჩანს და ძალიან გემრიელი ბებოს პურისა თუ კეცეულის სუნი ტრიალებს….დილა გამოუხეხავი კბილებით აქ იწყებ და საღამო კოღოთ დაკბენილი, დაქანცული სხეულით მთავრდება…სახლის უკანაც დიდი მანძილია. უკანა ღობიდან ვძვრებით მე და ჩემი და სანიავოს ულამაზედი მთისკენ კილომეტრებს ჩუმად გავდივართ…სატიკად მენატრება და იმის წარმოდგენა რომ უკვე თითქმის აპრილია ძალიან მახარებს…ჩემს სოფელში ძალიან ცოტა ადამანი ცხვრობს…კარგად რომ აგიხსნათ ერთი დიდი სოფლიდან ასახვევია და ფეხით 5 კილომეტრის გავლისა და ერთი სოფლის ჩამოტოვების შემდეგ ზღვის დონიდან 1420 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს…იქ ცა დღისით ისეთი ლურჯია, ყოველ ჯერზე ვიჯერებ რომ გარკვეულ ფერებს ( მწვანეს და ცისფერს) ადამიანის დამშვიდება შეუძლია…ღამით კი…ღამით ვარსკვლავები ისე ახლოს არის თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით, ხელს მოკიდებ…მთვარე…ეს ისეთი… არ ვიცი როგორ ვთქვა..მთვარე მხოლოდ სახლის უკნიდან ჩანს, მე ღობეზე შემომჯდარი ვუყურებ ხოლმე…და რაღაც ძალიან კარგს ვგრძნობ, ალბათ მიხარია რომ ქალაქიდან აქაც გამომყვა, თთქოს მეუბნება ,,აი მართლაი ხარ აქ რომ მოხვედი და მეც მაგიტომ მოგიახლოვდი, მოდი ხელი მომკიდე და წაგიყვან, წაგიყვან იქ სადაც გინდაო”, მეც მივდივარ მაგრამ ხმები მაჩერებს… ძაღლების გაბმული ყეფის, გზააბნეული ძროხების ყმუილის, ბებოს ,,სად ხარ”…

20_big.jpg

იმ დღეს ვფიქრობდი და რომ ვუკვირდები ჩემი ერთთვიანი დასვენება სოფელში თითქოს ფაზებად იყოფა… პიველი კვირა ,,ეიფორიის კვირა”, ანუ არაფერი მახსოვს, მთლიანად ზეცაში ვარ ( რომელიც არც თუ ისე შორია), დავფრინავ და დღისით ღრუბლებს, ღამით ვარსკვლავებს ვეხუტები…მეორე კვირა ,,საოცნებო კვირა”,  ის დრო რომელსაც მთელი ჩემი შემოდგომა-ზამთარ-გაზაფხულის ღამეები ვაწყობდი ( დილით წყალზე წასვლა, შუადღით წიგნის კითხვა და საღამოს ჭადრაკის თამაში)…მესამე კვირა ,,რეალობის კვირა”, კვირა რომელშიც მეორე ფაზასთან შეაზავებულია ფიქრები ,,ისე ქალაქშიც კარგი იქნებოდა..”, ,,რომ ჩავალ მეგობრებთან ერთად სად გავიდე?”, ,,ნეტავ თეტრში რა სპეკტაკლი გადის…” და ა.შ. მეოთხე კვირა ,,წუწუნის კვირა”, ამ დროს ყველას ტვინს ვუჭამ ჩემი ტირილით იქაურობის მობეზრების შესახებ…რაც შეეხება ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე დღეა საჭირო რომ ჩემი პატარა, ცისა თუ მთის სოფელი მომენატროს, თანაც ძალიან…

P.S. ახლაც საშინლად, მთელი გულით მინდა იქ ვიყო, პატარა ხის კიბეზე ჩამომჯდარი და ბებოსთან ერთად ვაჟას, ყაზბეგს ან თუნდაც გალაკტიონს ვკითხულობდე…

ნახვამდის 🙂

26 მარტი, 2017

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s