საბეჭდი მანქანა…

1wYVzIK.jpg

სადღაც წავიკითხე, რომ  ბლოგერს შურდა იმ ადამიანების ვისაც ხატვის ნიჭი ჰქონდა..მართალი გითხრათ მეც…მთელი გულით, კეთილი შურით მშურს მათი ვისაც ხატვა შეუძლია…ორი მეგობარი მყავს, რომლებიც ძალიან კარგად ხატავენ…ერთი ხატავს იმას რასაც უნდა, მეორე თითქოს ძალიან ჩარჩოებში სვამს ხელოვნებას, ეს კი ( დამეთანხმებით) შეუძლებელია…დიახ…ხატვის ნიჭი არ მაქვს, მაგრამ იმ დღეს როცა ჩემს ქართულის მასწავლებელს ჩემი თხზულება წავუკითხე სათაურით ( თუ არ ვცდები) ,,ზაფხული გავიდა” ( იმ თხზულებაშ ასეთი მომენტი მქონდა ,,დრო დადგა როცა მატარებელი უნდა დაშორდეს ზაფხულის ყვავილებით მორთულ სადგურს და ხმაურით, თეთრი, სველი ცხვირსახოცებით გაემგზავროს შემოდგომისკენ, რომელსაც თავისთავად სკოლა და სხვა ფერადი ერთფეროვნებები მოჰყვება”), მასწავლებმა მითხრა რომ ძალიან კარგად ვწერდი და რომ ეს ნიჭი არ დამეკარგა…კარგად მახსოვს იმ მომენტში ჩემს ,,მხატვარ” კლასელს გავხედე და რაღაცნაირად ნიშნის მოგებით დავაცქრდი, გამიხარდა რომ ხელოვნების სიყვარულის გარდა ხელოვნებაში ჩემი საქმის გაკეთება შემეძლო..წერა ეს პირველია, პირველი ნაბიჯი სამყაროში საიდანაც ვერასდროს გავაღწევ..მერე იყო მუსიკა, ფოტოს სიყვარული ( არც ამაში ვარ მაგარი, მაგრამ ვცდილობ 🙂 ), თ ე ა ტ რ ი, კინო…

 

40d93fc6c15da72800b7892730ebcccc.jpg

…დავუბრუნდეთ ( ან საერთოდ დავიწყოთ)  მთავარ თემას, საბეჭდი მანქანა…,,მექანიკური, ელექტრომექანიკური ან ელოქტრონული მოწყობილობა ღილაკებით, რომლებზე დაჭერით ასოები და სხვა ნიშნები იბეჭდება დოკუმენტზე, როგორც წესი, ქაღალდზე. ამ მოწყობილობაზე მომუშავე ადამიანებს მბეჭდავებს უწოდებდნენ. 80-იანი წლების ბოლოდან საბეჭდი მანქანები თანდათან გამოდევნა პერსონალურმა კომპიუტერებმა და XX საუკუნის ბოლოსთვის თითქმის აღარ გამოიყენება”. რაღაც დროის წინ, ძალიან მინდოდა მეც მქონოდა ასეთი და ყიდვაც დავაპირე მაგრამ მერე გადავიფიქრე, არ მახსოვს რატომ…ყოველ შემთხევაში ლეპტოპთან კლავიატურაზე, საბეჭდ მანქანაზე წკაპუნი  მირჩევნია…როგორც ვიცი დღესღეობით დასავლეთში მხოლოდ ერთი ქარხანა უშვებს საბეჭდ მანქანებს..კარგი იქნება რაოდენობა რომ გაიზარდოს…არც გრამაფონზე ვიტყოდი უარს…ჰარი ნისლსონის, სინდი ლაუპერის ან რომელიმე მსუბუქი როკის ჯგუფის, თუნდაც ბითლზის დისკს ვიყიდდი და დავატრიალებდი…მერე ცოტა ღვინო და ზამთრის მარტოობის პეიზაში  თქვენს წინაშეა…საბეჭდი მანქანის და ზოგადად წარსულის ნივთების მიმართ უფრო მეტს ვგრძნობ ვიდრე გადმოვცემ…მიყვარს ძველი დრო… სიამოვნებით ვიცხოვრებდი მხრებგამართული ჩოხიანი კაცებისა და ზაფხულში გრძელმკლავიან და მაღალყელიანი კაბებით შემოსილი ქალების ხანის თბილისში… მაგრამ ალბათ ვერც იმდროს შევეგუებოდი..იქნებ მერე მომავალზე დამეწყო ტირილი…ვინ იცის…რეალურად იმ თემაზე ვერ ვისაუბრე რაზე საუბარიც მინდოდა, უფროსწორად დაწერა მომინდა და რატომღაც საბეჭდი მაანაქნა გამახსნედა…მთლად სათაურის გარშემო ვერ ვიმოძრავე მაგრამ დავწერე და მიხარია…ისე საბეჭდი მანქანც ხომ წერასთან ასოცირდება?…

წავედი…მეძინება ( ხვალ ორშაბათია)

26 მარტი, 2017

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s